“არჩევნების თარიღის შეცვლა ან რაიმე სახის ცვლილებები არჩევნებთან დაკავშირებით, დღის წესრიგში არ დგას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, არ იგეგმება არც ისეთი შეზღუდვის დაწესება, რომელსაც პირდაპირი ეკონომიკური ზეგავლენა ექნება.
“არჩევნების თარიღის შეცვლა ან რაიმე სახის ცვლილებები არჩევნებთან დაკავშირებით, დღის წესრიგში არ დგას. კატეგორიულად არ დგას, ისევე, როგორც არანაირი შეზღუდვები, რომელსაც პირდაპირი ეკონომიკური ზეგავლენა ექნება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.