ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“როგორც ჩანს, გარკვეული შეზღუდვების დაწესებაც მოგვიწევს” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. ამის შესახებ, მან მთავრობის მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, გარკვეული შეზღუდვების დაწესებაც

„ჩვენ ყველანი, მოქალაქეებთან ერთად, პირველ რიგში დაინტერესებული ვართ იმაში, რომ ის მიღწევა, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს ვირუსის, ეპიდემიოლოგიური, კლინიკური მართვის ნაწილში, უნდა გადავიტანოთ ეკონომიკურ განზომილებაზე და მოვახდინოთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა. ჩვენ არ ვაპირებთ და არ ვართ მზად, მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დავაწესოთ.

ამისთვის გვჭირდება, რომ ვირუსის მენეჯმენტი და მართვა იყოს ეფექტური. ეს არ არის რთული მოთხოვნები, პირბადის ტარება არ არის რთული მოთხოვნა, თუმცა როგორც ჩანს, გარკვეული შეზღუდვების დაწესებაც მოგვიწევს და მე ვფიქრობ, რომ ამ შეზღუდვების ნაწილშიც, ჩვენი მოქალაქეები აბსოლუტურად გაგებით მოეკიდებიან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

იტვირთბა....