ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 20 სექტემბრიდან, შესაძლოა, ქვეყანაში საგანგებო მდომარეობა გამოცხადდეს. ამის შესახებ “მეტრონომსს” ექსკლუზიურად მმართველი პარტიიდან სანდო წყარომ მიაწოდა
წყაროს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის შესაძლო გამოცხადება არჩევნების გადადებას უკავშირდება.
როგორც წყარო განმარტავს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში გარკვეული ქალაქები ჩაიკეტება, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
მისივე თქმით, მთავრობაში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობენ და საბოლოოდ გადაწყვეტილებას მომდევნო დღეებში მიიღებენ.
წყარო მისი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს, რადგან არ სურს, მმართველი გუნდის ლიდერების საუფრის გამხმოვანებელი გახდეს.
საგანგებო მდგომარეობაზე კომენტარს აკეთებს დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძეც.
“ველოდები როდის გამოგვიცხადებენ საკრალურ 100 რიცხვს და მერე ჩაგვკეტავენ კიდეც.“- აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე.
თათია შაიშმელაშვილი