“ქართული ოცნება” შევარდნაძის მთავრობის მავნე ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებელია”. – ამის შესახებ, პოლიტიკური მოძრაობის “მოქალქეების” ლედერმა, ლევან იოსელიანმა, “ოცნების” სიის პირევლი ოცეულის წარდგენის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, სიაში მოხვედრილი ადამიანები, არ ემატება იმ პოლიტიკური გუნდისთვის, რომელიც 8 წელი იტყუება.
“ეს ადამიანები არ მემეტებიან იმ პოლიტიკურ გუნდისთვის, რომელიც 8 წელი გვატყუებს და ქვეყანას დღესაც არაფერს არ სთავაზობს, გარდა კორუფციისა და ნეპოტიზმისა. ამ რამდენიმე ადამიანმაც კარგად იცის, რომ მათ იქ არავინ არაფერს შეეკითხება და ერთი კაცის ჭკუაზე მოუწევთ სიარული.
რაც შეეხება სპორტსმენებს, მოქმედი ხელისუფლება აგრძელებს შევარდნაძის მიერ დამკვიდრებულ ტრადიციას, ხალხის გულის მოგების მიზნით სპორტსმენების სიაში შეყვანას. და საერთოდ, “ქართული ოცნება” შევარდნაძის მთავრობის მავნე ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებელია”, – განაცხადა იოსელიანმა.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ფუნიკულიორზე გამართულ პრეზენტაციაზე, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სიის პირველი ოცეული წარადგინა. სიის პირველი ნომერი და პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარიაა.

