“ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია. ამიტომ, მნიშვნელობა აღარ აქვს ოცეულს წარმოგვიდგენენ, თუ ასეულს, ფაქტია ივანიშვილი არაფრის შეცვლას არ აპირებს. მისი ბოლო განცხადების შემდეგ კი, შთაბეჭდილება იგივე იყო, რაც ტიკ- ტოკის ნახვის შემდეგ – ის ამ ქვეყანაში არ იმყოფება!”
დავით ჭიჭინაძე – პოლიტიკური პარტია “ტრიბუნას” ლიდერი.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ფუნიკულიორზე გამართულ პრეზენტაციაზე, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სიის პირველი ოცეული წარადგინა. სიის პირველი ნომერი და პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარიაა.

