ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი ვაშაძე თვითიზოლიაში გადავიდა

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის მიზეზი მისი თანაგუნდელის თაკო ჩარკვიანის დაიმფიცირება გახდა.

როგორც გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს, მას კონტაქტი კოვიდით ინფიცირებულ თაკო ჩარკვიანთან 12 დღის წინ ჰქონდა.

„ჯანმრთელად ვარ და არანაირი სიმპტომი არ მაქვს. სამწუხაროდ, თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს დაუდგინდა კორონავირუსი, ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას. ბოლო კონტაქტი 12 დღის წინ მქონდა ზუგდიდში ღია სივრცეში, რადგან თაკოს ოფისი საბურთალოზეა, მე კი ისანში ვარ ძირითადად და რეგიონებში დავდივარ.

მიუხედავად ამისა, ერთი საათის წინ ჩავაბარე როგორც პისიარ, ასევე ანტისხეულებზე ტესტი; პასუხები იქნება ხვალ დილით და მანამდე ვიქნები თვითიზოლაციაში. თაკოსთან ყველა კონტაქტში მყოფი პირის გამოკვლევას ვაკეთებთ. სიას გადავცემთ ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, თვითონ ჯერ კავშირზე არ გამოსულან. იმედი მაქვს, იქნება საკმარისის ტესტების მარაგი, რომ ყველას ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის”, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის კორონავირუსით დაინტერესდა.

ამასთან, კორონავირუსი „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს დაუდასტურდა.

 

იტვირთბა....