ბათუმში, “ხოზრევანიძის” კლინიკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტორდა. ამ მიზეზით კლინიკამ მუშაობა დროებით შეწყვიტა. აღნშნულ განცხადებას, კლინიკის ადმინისტრაცია ავრცელებს.
განცხადების მიხედვით კლინიკაში სადეზინფექციო სამუშაობი ტარდება.
“გეგმური პისიარ ტესტირების დროს, რასაც სავალდებულოდ უტარდება პერსონალს, ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა კოვიდ 19. ამ ეტაპზე ტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული სავალდებულო სადეზინფექციო ღონისძიებები და განმეორებითი პისიარ ტესტირება. შაბათ-კვირას ჩატარდება დეზინფექცია. ორშაბათს ჩვეულებრივ რეჟიმში გაიხსნება კლინიკა. შაბათ-კვირას, ვიდრე არ დასრულდება ყველა კონტაქტირებული პირის პისიარ ტესტირება და დეზინფექცია, სტაციონარი იქნება დახურული”, – აცხადებენ “ხოზრევანიძის” კლინიკაში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 11 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 39 შემთხვევა აჭარას უკავშირდება. აჭარა უკვე “წითელ ზონად” გამოცხადდა.

