კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი 87 შემთხვევიდან 4 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ამის შესახებ განცხადება, ინფექციური სავადმყოფოს დირექტორმა მარინა უზუგბაიამ ჟურნალისტებთან კომენტირებისას გააკეთა.
როგორც უზუგბაიამ აღნიშნა, კოვიდით ინფიცირებულთა ახალი შემთხვევიდან 5 პირს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. აქედან 3 ინფიცირებული ავტომანქანის მძღოლია.
“კრიტიკულად მძიმეა 4 პაციენტი, მძიმე 17. რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, 23 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან 1 კრიტიკულად მძიმეა, 1 მძიმე პაციენტია.
87 ახალი შემთხვევიდან, 29 არის ბათუმის შემთხვევები, 24 ქუთაისის სკოლის შემთხვევაა, 12 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 5 არის მოგზაურობის ისტორიით აჭარაში, 4 იმპორტირებულია, აქედან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 3 შემთხვევა სამედიცინო პერსონალია, 10 შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა კონტაქტების გამოვლენის და წყაროს დადგენის მიზნით.“,- აცხადებს უზუგბაია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 11 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამ დროისთვის, ქვეყანაში , Covid-19-ის 1917 შემთხვევაა, აქედან 19 გარდაიცვალა, 1 334 კი გამოჯანმრთელდა.

