ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი არ გამოცხადებულა

თავდაცვის სამინისტრო საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევის გამოვლენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ბაზაზე კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა, რის გამოც კარანტინის გამოცხადების აუცილებლობა საჭირო არ გახდა.

უწყების ცნობით, აღნიშნული ინფიცირების შემთხვევა რუსთავის კლასტერს უკავშირდება.

„მყისიერად გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. სხვა არცერთ ადამიანს საჩხერის ბაზაზე ჩატარებული ტესტირებით ვირუსი არ უფიქსირდებათ. შესაბამისად კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა.  კარანტინში იმყოფება 14 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონდათ ინფიცირებულთან.

იტვირთბა....