ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა

საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა. მიზეზი ის გახდა, რომ ბაზაზე ერთ- ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

საჩხერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ლალი ტაბატაძის ინფორმაციით, ინფიცირებული ბაზის ტრენერია და ის მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.

ამ დროისთვის, კარანტინში იმყოფება 14 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონდათ ინფიცირებულთან.

ამასთანავე, ბაზაზე მყოფ 153 პირს ტესტირება უკვე ჩაუტარდა, თუმცა კორონავირუსი არც ერთ მათგანს დაუდასტურდა.

იტვირთბა....