ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ეს არის ყეყეჩური განცხადება“  – ვაშაძე „ქართულ ოცნებაზე“

„ეს არის ყეყეჩური განცხადება, ადამიანების, რომლებიც მოწყვეტილი არიან საქართველოში არსებულ რეალობას“, – ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომ მათ არა პრემიერობის კანდიდატი, არამედ პრემიერი წარადგინეს.

ვაშაძის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენდნენ, და ნაბიჯ- ნაბიჯ გვეუბნებოდნენ, როგორ გამოვალთ ამ კრიზისიდან, არიან, უმრავლესობის ლიდერები დაკავებულნი არიან ფუქსავატობით და არაფრის კეთებით.

„დღეს ადამიანი რომ იძინებს, არ იცის, ხვალ რა უნდა შეჭამოს“, – თქვა ვაშაძემ „ფორმულას“ ეთერში.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებისთვის სიის პირველი ოცეული წარადგინა, რომლის სათავეშიც მოქმედი პრემიერი, გიორგი გახარიაა.

იტვირთბა....