შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს, კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ინფიცირებული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შენობას იცავს.
უწყების ცნობით, დაცვის პოლიციის თანამშრომლის ტესტის პასუხი 9 სექტემბერს გახდა ცნობილი.
„აღნიშნული პირი არ იმყოფებოდა კონტაქტში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან და მოქალაქეებთან შეხება არ ჰქონია. ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა“. – აცხადებენ შსს-ში.