რუსული პრესა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას ეხმაურება, სადაც ის აცხადებს, რომ მისი გაპრემიერების შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობა შეიცვლება.
რუსული მედია ხაზს უსვამს სააკაშვილის იმ ფრაზას, სადაც ის ამბობს, რომ გარკვეული გადაფასება მოახდინა და მიხვდა, რომ კონფრონტაციის დრო აღარაა და მთავრია ახლა ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანა.
“თუ მე გავიმარჯვებ, არ შევალ კონფრონტაციაში რუსეთთან” – ამ ფრაზას ატრიელებს რუსული მედია. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერფაქსი” ავრცელებს.
“მე უკვე შევედი ისტორიაში და დროა საქართველოში ბევრი რამ შეიცვალოს იმისათვის, რომ ქვეყანა არ დაიღუპოს” – წერს სააკაშვილის სიტყვებს რუსული მედია.