კორონავირუსით ბათუმის იუსტიციის სახლის კიდევ ერთი თანამშრომელი დაინფიცირდა. შედეგად, დაწესებულება, რომელიც გუშიმ უნდა გახსნილიყო, მუშაობას ამ დრომდე არ განაახლებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა განუცხადა.
მათი თქმით, იუსტიციის სახლი მას შემდეგ გაიხსნება რაც დარწმუნდებიან რომ გარემო უსაფრთხოა, როგორც მომხმარებლებისთვის ისე თანამშრომლებისთვის.
”ბათუმის იუსტიციის სახლის გასხნის გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც უწყება სრულად განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ ყველა პრევენციულ ზომას და დარწმუნდება, რომ გარემო უსაფრთხოა, როგორც მომხმარებლებისათვის, ისე იუსტიციის სახლში დასაქმებული თანამშრომლებისათვის”. – აცხადებს რუსუდან შავიშვილი
შეგახსენებთ, 8 სექტემბერს ბათუმის იუსტიციის სახლი მას შემდეგ დაიხურა, რაც ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. აჭარის რეგიონი წითელ ზონად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები ამ ეტაპზე არ მკაცრდება, მკაცრდება კონტროლი უკვე შემოღებული წესების აღსრულებაზე.