aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ახალი შემთხვევებიდან 8 პაციენტის წყარო უცნობია” – მარინა ეზუგბაია

ეზუგბაია
aviabiletebi
ავიაბილეთები

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 8 პაციენტის წყარო უცნობია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„57 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთი გახლავთ: 5 ინფიცირების წყარო არის „დონა“, 14 პაციენტის წყარო გახლავთ ქალაქი ბათუმი, 18 პაციენტის წყარო დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 4 პაციენტის წყარო აჭარაში მოგზაურობის ისტორიაა, სამი შემოტანილი შემთხვევაა და მათგან ორი სატვირთოს მძღოლია, 5 სამედიცინო პერსონალია და 8 პაციენტზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტებისა და ინფიცირების წყაროს დადგენის თვალსაზრისით“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

იტვირთბა....