საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე მდებარე მიგრანტთა უდიდესი ბანაკი დაიწვა, შედეგად კი 13 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
BBC _ის ცნობით, პოლიციამ გზა გადაკეტა, რათა ხანძრის დროს გაქცეულ მიგრანტები ახლომდებარე ქალაქებში არ შესულიყვნენ.
ამასთანავე, საბერძნეთის მიგრაციის მინისტრმა თქვა, რომ ცეცხლი, სავარაუდოდ, თავშესაფრის მაძიებლებმა გააჩინეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მიგრანტთა ნაწილს ხანძრის შემდეგ ღია ცის ქვეშ ეძინათ.