ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჰიპერმარკეტ „ნოვას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში ჰიპერმარკეტ „ნოვას“ თანამშრომელს კორონავირუსი აქვს.

ინფორმაციას  ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც ჰიპერმარკეტში აცხადებენ,  თანამშრომლისთვის Covid-19-ის დადასტურების გამო, „ნოვას“ ცენტრმა მუშაობა შეაჩერა.

„ფაქტის დადასტურებისთანავე მოხდა ობიექტის დახურვა, თანამშრომლების ინფორმირება და თვითიზოლაციის რეჟიმში გადაყვანა“. -აცხადებენ კომპანიაში და დასძენენ, რომ თანამშრომელთა ტესტირების დასრულებისთანავე, რომლის შედეგებიც ხვალისთვის გახდება ცნობილი, უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, ობიექტზე დაიწყება სადეზინფექციო სამუშაოები. 11 სექტემბრიდან კი ბათუმის მეგაცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

ცნობისთვის, 9 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 25 აჭარის რეგიონს უკავშირდება.

იტვირთბა....