“ქართული ოცნების” სიის ოცეულში იქნებიან, პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ასევე თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი, ნინო წილოსანი. ამის შესახებ ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს. მათივე ცნობით, შეთავაზება მიიღო პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი აბუსერიძემ.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ამ სიაში იქნება გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილიც. “მეტრონომი” დაუკავშირდა ირაკლი პეტრიაშვილს, რომელმაც არც დაგვიდასტურა და არც უარყო აღნიშნული ინფორმაცია. მისი თქმით, ყველაფერი ხვალ გაირკვევა.
საპარლალმენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომებრს გაიმართება.