პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 10 სექტემბერს, 2020 წლის საარჩევნო სიის ოცეულის პრეზენტაციას გამართავს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ სიაში იქნება გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილიც.
“მეტრონომი” დაუკავშირდა ირაკლი პეტრიაშვილს, რომელმაც არც დაგვიდასტურა და არც უარყო აღნიშნული ინფორმაცია. მისი თქმით, ყველაფერი ხვალ გაირკვევა.
“წარმოდგენა არ მაქვს. ხვალ იქნება ეს ყველაფერი და ვნახავთ ერთად” – განაცხადა ირაკლი პეტრიავილმა “მეტრონომთან.”
ცნობისათვის, საპარლალმენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომებრს გაიმართება.
თამარ შუკვანი