“დავაანონსეთ აქციები, მაგრამ დღეს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ფართომასშტაბიანი შეკრებები აკრძალეს, ზუსტად ვიცი, რომ ეს ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ გაკეთდა. ახსნან რატომაა ჩემი შვილის სისხლი მანქანაში, შეიძლება ინექციას უკეთებდნენ და მაშინ გამოჟონა ვენიდან ამ სისხლმა.”
თეონა თამაზაშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
პროკურატურა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიერ გავრცელებული სატელიტის კადრების შესახებ განცხადებას ავრცელებს.