ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

“ხოფის“ ბაზრობა დღეს გაიხსნება

ბათუმის “ხოფის” ბაზრობა დღეიდან განაახლებს მუშაობას. ამის შესახებ ბაზრობის დირექტორმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

დირექტორის ზვიად მელიქაძის განცხადებით, ბაზრობის ტერიტორიას გახსნამდე  დეზინფექცია უკვე უტარდება.

ამასთან დირექტორი ყველა თანამშრომელს მოუწოდებს, პრევენციისთვის ტესტირება ჩაიტარონ.

„გუშინ გაიტესტნენ მხოლოდ ისინი, ვისაც ინფიცირებულებთან შეხება ქონდათ, დაახლოებით სამოცი ადამიანი, აქედან 7 ახალი შემთხვევაა. ბაზრობის გახსნას ვაპირებთ, დეზინფექცია მიმდინარეობს, ორი საათი გვჭირდება სამუშაოების დასასრულებლად, რის შემდეგაც ყველა მოიჯარე გაივლის თერმოსკრინინგს და ისე შევა ბაზრობის ტერიტორიაზე. სულ ბაზრობაზე 4000-მდე თანამშრომელია. მოვუწოდებ ყველას პრევენციისთვის გაიაროს ტესტირება“, – განაცხადა მელიქაძემ.

შეგახსენებთ, “ხოფის“ ბაზრობაზე გუშინ  კორონავირუსის 3 შემთხვევა გამოვლინდა შედეგად ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბათუმში ხოფის ბაზრობა დაიკეტა.

იტვირთბა....