დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველომ ძალიან ბევრი რამ ისწავლა.
მისივე თქმით, ექიმებმა ვირუსის მართვაზე ახლა უფრო მეტი იციან.
“პანდემიის დაწყებისას ინფექციის შეკავების ძირითადი მეთოდები იყო ე.წ. მკაცრი, შემზღუდავი ღონისძიებები, ახლა, ამ 7 თვის განმავლობაში, რაც ჩვენთან ეპიდემიაა, ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ – გავაფართოვეთ კონტაქტების კვლევა, გავაფართოვეთ PCR ტესტირება, თუ მარტში დღეში 100-150 PCR ტესტს ვაკეთებდით, დღეს ვაკეთებთ 6-დან 7 000-მდე კვლევას, ამას ემატება კიდევ ყოველდღიურად 1 500-მდე სწრაფი ტესტი, ანუ ვცდილობთ, არც ერთი ინფიცირებული არ გაგვეპაროს, ანუ მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე მოვახდინოთ იდენტიფიცირება”, – ასე უპასუხა გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში დასმულ შეკითხვას, რატომ არ იკეტება აჭარის რეგიონი?
ცნობისთვის, 8 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 45 შემთხვევა გამოვლინდა, რომლის ნახევარი აჭარის რეგიონიდანაა.