ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მიმართეთ ცხელების ცენტრებს” – მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს

მთავრობა საზოგადოებას აფრთხილებს, ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დარეკონ 112-ზე. მობილურ ტელეფონებზე მათ მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში მთავრობა საზოგადოებას მოუწოდებს რეკომენდაციების დაცვისკენ.

“კოვიდ-19-ის შემთხვევების მატების გამო, მოქალაქეებმა, განსაკუთრებით მათ, ვინც ბოლო 12 დღის განმავლობაში იმყოფებოდით აჭარაში, ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენისთანავე, მიმართეთ ცხელების ცენტრებს ან დარეკეთ 112-ზე.

ამასთან, ვირუსით ინფიცირების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დახურულ სივრცეებში ყველამ გამოიყენოთ პირბადე, დაიცვათ დისტანცია და დადგენილუ რეგულაციები” – ნათქვამია შეტყობინებაში.

იტვირთბა....