მთავარი ციტატა

“სააკაშვილის “ნიანგის ცრემლებით ტირილი”, რომ თურმე მის დროს სასამართლო კარგი არ ყოფილა, ფარისევლობაა”

“”მიხეილ სააკაშვილის “ნიანგის ცრემლებით ტირილი”, რომ თურმე მის დროს სასამართლო კარგი არ ყოფილა, ფარისევლობაა. დამერწმუნეთ, სააკაშვილს თავის თავზე არ გამოუცდია ის, რაც მისი მმართველობის დროს გამოსცადა ძალიან ბევრმა უსამართლოდ დაჩაგრულმა ადამიანმა.  აღარაფერს ვამბობ წამებაზე და ადამიანების მკვლელობაზე, სასამართლოში უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე, რაც “ნაციონალური მოძრაობის” სამარკო ნიშანი იყო. “

მამუკა მდინარაძე-საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი 

აღნიშნულით მდინარაძე ჟურნალისტებთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ უსამართლო სასამართლო საკუთარ თავზე გამოსცადა.

ცნობისათვის, პარტია “ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წარადგინეს.

თავად სააკაშვილმა მის ჩამოსვლაზე განაცხადა, რომ მაშინ დაბრუნდება, როცა ამის შესაძლებლობა მიეცემა. 

იტვირთბა....