aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილი საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაბრუნდება“- რომან გოცირიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე  რომან გოცირიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პასუხი მის დაბრუნებასთან დაკავშირებით ნათელი იყო. ამის შესახებ გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც გოცირიძემ განაცხადა, სააკაშვილი საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაბრუნდება.

“მან ნათლად გასცა პასუხი იმ სპეკულაციებს, რომელიც ეხებოდა მის ჩამოსვლას. თქვა, რომ არჩევნებამდე მისი ჩამოსვლა შეიძლება გამხდარიყო არასტაბილურობის წყარო ამ უგუნური ხელისუფლების პირობებში. ამიტომ მან განაცხადა, თუ როდის ჩამოვა – ეს იქნება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ეს იქნება ნოემბერში, ეს არის პასუხი. პირდაპირ განაცხადა, რომ ახლა ჩამოსვლა ნიშნავს სერიოზული მადესტაბილიზებელი პროცესების დაწყებას ხელისუფლების მხრიდან”

ცნობისათვის, პარტია “ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წარადგინეს. თავად სააკაშვილმა მის ჩამოსვლაზე განაცხადა, რომ მაშინ დაბრუნდება, როცა ამის შესაძლებლობა მიეცემა.

იტვირთბა....