“საერთოდ არასდროს ვფიქრობ სააკაშვილზე და არც მის გუშინდელ გამოსვლის შეფასებას არ ვაპირებ. ერთ რასაც ვიტყვი, ერთადერთი პარტია, ვისაც სააკაშვილის ჩამოსვლაზე დაანონსება უხარია, ეს “ქართული ოცნებაა”. მას ორპოლუსიანობა აწყობს.”
ლევან კობერიძე – პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი
“დღის ამბები”
ცნობისათვის, პარტია “ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წარადგინეს.
თავად სააკაშვილმა მის ჩამოსვლაზე განაცხადა, რომ მაშინ დაბრუნდება, როცა ამის შესაძლებლობა მიეცემა.