ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

გელოვანის გამზირსა და მაჭავარიანის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერია მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას განაგრძობს. საგზაო სამუშაოების გამო, მაჭავარიანის ქუჩაზე, 9 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

მოძრაობის შეზღუდვის მიუხედავად, გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ორივე მიმართულებით.

პროექტის ფარგლებში, ასევე, მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობა მიმდინარეობს, რის გამოც, 9 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე, ტრანსპორტის მოძრაობა მარშალ გელოვანის გამზირზეც შეიზღუდება.

ანალოგიურად, გზის აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობის მიმართულება არ შეიცვლება და ავტომობილებს გადაადგილება გელოვანის გამზირის გავლით შეეძლებათ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

 

იტვირთბა....