ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვისურვებდი, რომ ვერა ქობალია დავაბრუნოთ ისევ საქართველოში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვერა ქობალიასთან ერთად გადაღებულ სურათს აქვეყნებს და მის საქმიანობაზე საუბრობს. ამის შესახებ იგი “ფეისბუქ” გვერდზე წერს.

„ძალიან გამიხარდა რამდენიმე წლის შემდეგ ვერა ქობალიას ნახვა. ვერა იყო ერთ ერთი ყველაზე წარმატებული ეკონომიკის მინისტრი საქართველოს ისტორიაში და ამავე დროს მინისტრობის შემდეგ არ დაიკარგა, გახდა 300 მილიონიანი ქვეყნის, ინდონეზიის მთავრობის მთავარი მრჩეველი, რომელიც მიავლინა ინდონეზიის პრეზიდენტის და მთავრობის დასახმარებლად ავსტრალიის მთავრობამ და ბოლო წლებში არის ძალიან წარმატებული ბიზნესმენი კანადაში. ის მუშაობს ინოვაციების სფეროში და უკიდურესად საინტერესო აღმოჩენები გააკეთა ტექნოლოგიური აპლიკაციების მხრივ და მისი კომპანიის აქციონერი გახდა ტვიტერი. რა თქმა უნდა, ძალიან ვისურვებდი, რომ ვერა დავაბრუნოთ ისევ საქართველოში ისევე, როგორც ყველა სხვა წარმატებული ქართველი“ – წერს სააკაშვილი.

იტვირთბა....