ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა აჭარაში

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის თქმით, დადასტურებული შემთხვევებიდან 4 ე.წ. “დონას” კლასტერიდანაა. ამის შესახებ მან როგორც “რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა. როგორც რუსუდან შავიშვილმა აღნიშნა, აჭარის ტელევიზიაში კორონავირუსზე კვლევა გრძელდება.

“აჭარაში არის 12 დადასტურებული კოვიდშემთხვევა. მათ შორის 4 გახლავთ “დონას” კლასტერთან დაკავშირებული. 1 არის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. დანარჩენი 8 არის ცხელების ცენტრიდან, პოლიკლინიკებიდან და ბულვარიდან გამოვლენილი შემთხვევები.

ჯერ არ არის სრულად დასრულებული აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ტესტირების პროცესი. იმ ნაწილში, რაც არის ჩატარებული, არის ნულოვანი გამოვლინება, ანუ არცერთი დადასტურებული. დღეს დასრულდება საბოლოოდ” – განაცხადა მან.

იტვირთბა....