“ყველა “გასროკეთო“ მაგას იძახის(ნიკოლაძე) და ამათმაც ეგ დაწერეს, რომ 5 “ისროკებიან“, თამაზა გაგიჟდება ბ…შვილი ვიყო. რეალურად როგორ არ აინტერესებს მაგ… შენ ნახე, თუ მამაჩემი გლდანში არ მოიყვანონ ღმერთმა დაიფაროს, მე რომ “გამსროკონ“, მამაჩემს ეგრევე “გასროკავენ“, თან კიდია, ნაომარია, სპეცრაზმში ნამყოფია.”
ვიდეოცანაწერებვში, რომლებიც პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების საპატიმრო საკნებში ფარული საგამოძიებო მოქმედებების გარგლებში მოიპოვა, დაკავებული არასწრულწლოვანი ზ.ხ. თანამესაკნეს მოსალოდნელ შურისძიებაზე ესაუბრება.
ზ.ხ. თანამესაკნესთან საუბარში აცხადებს, რომ თუკი, მას მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ, მამამისი შაქარაშვილის ბიძას, მირიან ნიკოლაძეს გაუსწორდება.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმის ბრალდებულების საკნიდან ამოღებული ფარული ვიდეჩანაწერები გავრცელდა. ჩანაწერებში ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს, რომ თუ მათ შაქარაშვილის მკვლელობისთვის გაასამართლებენ, გარეთ მყოფი ადამიანები შურს იძიებენ და ამას “მინიმუმ სამი ადამიანის ლიკვიდაცია მოჰყვება.”
გავრცეგენერალური პროკურატურა გლდანის ციხის საკნიდან ამოღებული ვიდეომასალების გავრცელებას ეხმიანება. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებულების საპატიმრო საკნებში განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო მოპოვებული მტკიცებულებები საქმეს დაერთო.