ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მე რომ “სრო­კი“ მომ­ცენ, თა­მა­ზა გა­გიჟ­დე­ბა და შაქარაშვილის ბიძას გაუსწორდება”- დაკავებული არასწრულწლოვანი ზ.ხ.

ვიდეოცანაწერებვში, რომლებიც პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე  ბრალდებულების საპატიმრო საკნებში ფარული საგამოძიებო მოქმედებების გარგლებში მოიპოვა,  დაკავებული არასწრულწლოვანი ზ.ხ. თანამესაკნეს მოსალოდნელ შურისძიებაზე ესაუბრება.

ზ.ხ. თა­ნა­მე­საკ­ნეს­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ თუკი, მას მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით გა­ა­სა­მარ­თლე­ბენ, მა­მა­მი­სი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბი­ძას, მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძეს გა­უს­წორ­დე­ბა.

ზ.ხ. ასევე ამბობს, რომ ის უდანაშაულოა და გამოძიება მირიან ნიკოლაძის სცენარით მოქმედებს.

“6 ხომ ვართ, 5-ს აქვს დამ­ძი­მე­ბუ­ლი, მე­ექ­ვსეს­თან ერ­თად ვარ მე მაგ დროს, ზუს­ტად ერთი და იგი­ვეს ვა­კე­თებთ, ვი­საც მუხ­ლი არ აქვს დამ­ძი­მე­ბუ­ლი, მი­ვე­დით და უკან მან­ქა­ნა­ში დავ­ბრუნ­დით, მე მაქვს დამ­ძი­მე­ბუ­ლი და იმას – არა, თვი­თო­ნაც ამ­ბობს, ზ.ხ. ჩემ­თან ერ­თად იყოო და კა­კიც იძა­ხის, რომ ზ.ხ. ამას­თან ერ­თად იყოო.

აუ, მა­მა­ჩე­მი იმას დე­დას მ…. მე რომ “სრო­კი“ მომ­ცენ, ბიძა ხომ იცი, ბიძა, მა­გას დე­დას მ… რის გამო და ტყუ­ი­ლუბ­რა­ლოდ “სრო­კი“ რომ მომ­ცენ…

ყვე­ლა “გას­რო­კე­თო“ მა­გას იძა­ხის და ამათ­მაც ეგ და­წე­რეს, რომ 5 “ის­რო­კე­ბი­ან“, თა­მა­ზა გა­გიჟ­დე­ბა ბ…შვი­ლი ვიყო. რე­ა­ლუ­რად რო­გორ არ აინ­ტე­რე­სებს მაგ… შენ ნახე, თუ მა­მა­ჩე­მი გლ­დან­ში არ მო­იყ­ვა­ნონ ღმერ­თმა და­ი­ფა­როს, მე რომ “გამსრო­კონ“, მა­მა­ჩემს ეგ­რე­ვე “გას­რო­კა­ვენ“, თან კი­დია, ნა­ო­მა­რია, სპეც­რაზმში ნამ­ყო­ფია. შენ ძმო­ბას გე­ფი­ცე­ბი, თუ არ მეყ­ვი­რა, შე­ეშ­ვით წა­მო­დით-მეთ­ქი, მაგ­რამ არ ჩერ­დე­ბოდ­ნენ“, – აცხა­დებს არას­რულ­წლო­ვა­ნი ზ.ხ.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმის ბრალდებულების საკნიდან ამოღებული ფარული ვიდეჩანაწერები გავრცელდა.  ჩანაწერებში ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს, რომ თუ მათ შაქარაშვილის მკვლელობისთვის გაასამართლებენ, გარეთ მყოფი ადამიანები შურს იძიებენ და ამას “მინიმუმ სამი ადამიანის ლიკვიდაცია მოჰყვება.”

გავრცეგენერალური პროკურატურა გლდანის ციხის საკნიდან ამოღებული ვიდეომასალების გავრცელებას ეხმიანება. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებულების საპატიმრო საკნებში განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო მოპოვებული მტკიცებულებები საქმეს დაერთო.

იტვირთბა....