თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 9 “დონას” კლასტერს უკავშირდება. ამის შესახებ ენდელაძემ ჟურნალისტებტან განაცხადა.
ენდელაძის ტქმით, 8 შემთხვევა სხვა ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტია, ხოლო 3 – იმპორტირებული შემთხვევაა.
მარინა ენდელაძის განცხადებით, 25 ახალი შემთხვევიდან 1-ის ინფიცირების წყარო უცნობია.
საქართველოში ახალი კორონავირუსი სულ1621 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 1302 გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 19.