“კახა ოქრიაშვილი, მისი პოზიციებიდან გამომდინარე, მათ შორის, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენი კანდიდატი არ იქნება. ის ჩვენი გუნდის წევრი არ არის. ეს მიდგომა, მე ვიტყოდი, საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ წასვლა, ასეთი ძალების გაერთიანება, რომლებსაც მომავლის ხედვა არ აქვთ და წინ ვერ იყურებიან, არის პრინციპულად მიუღებელი. ეს არ არის ისეთი ტიპის შეთანხმება, რომელიც ამ ქვეყანაში მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს.”
სერგი კაპანაძე – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი.
ამის შესახებ მან “ფორმულას” განუცხადა.
ცნობისათვის, “ქართულიი ოცნების” ყოფილი წევრი კახა ოქრიაშვილი გაერთიანებულ ოპოზიციას, “ძალა ერთობაშია” შეუერთდა.