ახალი ამბები მთავარი ციტატა

“მოვითხოვთ დოკუმენტაციას, თუ რა სახის ღია წერილი გააგზავნეს FBI-ში” – ბაჩალიაშვილის დედა

“რა დოკუმენტია გაგზავნილი, ღია წერილი უნდა ყოფილიყო. წერილი საჯარო არ არის, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ზუსტად მაღალჩინოსნები არიან ჩარეული და არ უნდათ გამოძიება. FBI-ს მიაწოდეს ინფორმაცია, სავარაუდოდ თვითმკვლელობა, რის საფუძველზეც მათ უარი განაცხადეს ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაზე. მოვითხოვთ დოკუმენტაციას, თუ რა სახის ღია წერილი გააგზავნეს და რა ეწერა იმ წერილში. არ ვენდობი არც ექსპერტს, არც პროკურატურას, არც გამოძიებას და არც არავის.”

თეონა თამაზაშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა. 

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. 

ამერიკის ფედერალურმა ბიურომ (FBI) თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვაზე უარი განაცხადა.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა, რომ მისმა შვილმა გაშიფრა სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით. ამასთან მისივე მტკიცებით, თამარს იარაღის შესაძენად დიდი ოდენობით თანხა სხვადასხვა კომპანიებიდან გადაარიცხინეს, შემდეგ კი თავიდან მოიშორეს.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....