ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

FBI თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვაზე უარს ამბობს

ამერიკის ფედერალურმა ბიურომ (FBI) თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

,,ჩვენ დავსვით კითხვები FBI-ის ჩართულობასთან დაკავშირებითაც. როგორც განგვიცხადეს, იყო წინასწარი კომუნიკაცია შესაბამის ატაშესთან და თანამშრომლობის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც პროკურატურაში თქვეს, FBI აცხადებს, რომ ამ საქმის გამოძიება მათი კომპეტენცია არ არის” – განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა, რომ მისმა შვილმა გაშიფრა სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით. ამასთან მისივე მტკიცებით, თამარს იარაღის შესაძენად დიდი ოდენობით თანხა სხვადასხვა კომპანიებიდან გადაარიცხინეს, შემდეგ კი თავიდან მოიშორეს.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....