“მედიცინის თვალსაზრსით, თუ გვამი იყო 3-4 დღე, გამოდის, სიკვდილიდან 96 საათი გაშეშება გვქონდა ისევ. ღიმილს იწვევს ყველა ის დასკვნა, რომელიც იქ არის გამოტანილი. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს დასკვა მთლიანად მორგებულია გამოძიების იმ ვერსიაზე, რომელიც მულტფილმის სახით ჩვენ ვიხლეთ. დასკვნა, რბილად რომ ვთქვათ, საერთაშორისო სტანდარტებს აცდენილია. საქართველოში გამოძძიება და ექსპერტიზა გასულია საერთაშორისო სტანდარტების ყველანაირ სფეროდან და გამოდის, ვისაც რა უნდა, იმას დაწერს.”
მარიამ ჯიშკარიანი – ცენტ “ემპათიის” ხელმძღვანელი
“დღის ამბები”
ჯიშკარიანის თქმით, ასევე, “დაზიანებები მეთოდოლოგიურად არ იყო სწორად შესწავლილი, შესაბამისად, შეფასებაც ღიმილის მომგვრელია.”
პროკურატურამ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დანიშნული კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა. დასკვნის თანახმად, “გიორგი შაქარაშვილის სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებები გამოწვევდა ტვინის შერყევას, რომელსაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა. თავის მხრივ, გონების დაკარგვა კი შაქარაშვილს გადაადგილებას შეუზღუდავდა.”
ამასთან, დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის გვამი წყალში 4-5 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.