“მე არ გავცნობილვარ იმ მტკიცებულებებს, რის საფუძველზე გამოიტანეს ეს დასკვნა. რა თქმა უნდა, ამ დასკვნას ვერ დავეთანხმებით. ეს დასკვნა წინააღმდეგობაში მოდის პირველ დასკვნასთან, რომელიც გაცემულია ექსპერტიზის ბიუროს მიერ. ქალ- ტვინის ტრავმის შეფასებას თუ დავიწყებთთ, მეთოდოლოგიურად ეს არ იყო სწორად შესწავლილი, შესაბამისად, შეფასებაც ცოტა არ იყოს ღიმილის მომგვრელია.”
მარიამ ჯიშკარიანი – ცენტ “ემპათიის” ხელმძღვანელი
“დღის ამბები”
პროკურატურამ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დანიშნული კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა. დასკვნის თანახმად, “გიორგი შაქარაშვილის სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებები გამოწვევდა ტვინის შერყევას, რომელსაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა. თავის მხრივ, გონების დაკარგვა კი შაქარაშვილს გადაადგილებას შეუზღუდავდა.”