მთავარი პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: “რუსთავი 2 დაიხუროს? ღმერთმა დაგვიფაროს!!!”

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის თხოვნაზე, კომენტარი გაეკეთებინა გოგი თოფაძის ნათქვამზე, რომ „რუსთავი ორი დღეს არის, ხვალ აღარ იქნება“, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა, „გოგის აქვს ხოლმე ასეთი გამონათქვამები და თუ ასე თქვა, ძალიან ცუდად უთქვამს. ახლა იგი ასაკშია, 75 წელს გადააჭარბა და ზოგჯერ აქვს წამოცდენები…“:

„რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა მეც არ მომწონს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტელევიზია უნდა დაიხუროს. – უთხრა ივანიშვილმა ტელეკომპანიის ჟურნალისტს.

“ზოგს ის მოსწონს, ზოგს არ მოსწონს. მე ვამბობდი და დღესაც ვიმეორებ, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის სააგიტაციო ტელევიზია, მაგრამ ეს კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის და ნორმალურია. კიდევ შეუძლიათ გახსნან მეორე და მესამეც. ეს ნორმალურია. ყველაფერი უნდა იყოს, რაც კანონს არ ეწინააღმდეგება და მედიას ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. მე ბევრი რამე არ მომწონს. არ მომწონს ის, რომ ელემენტარულად არგუმენტებისა და ფაქტების გარეშე გამოდის ინფორმაცია რუსთავი 2-დან. რა თქმა უნდა, ეს ძალიან შემაწუხებელია და ძალიან ცუდია, მაგრამ იყოს ამაზე უარესიც, მაგრამ არავინ უნდა გაბედოს და თქვას, რომ ეს არ უნდა იყოსო. უნდა იყოს ყველანაირი აზრი, ყველანაირი მედია. საზოგადოებამ უნდა დახვეწოს და აირჩიოს, უნდა და როგორი უნდა, და ისიც, რაც არ უნდა. მაგრამ ის, რომ ვიღაცას – მე თუ სხვას, თუ თოფაძეს არ მოსწონს და უნდა დაიხუროს, ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს“- ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის შეკითხვას.

იტვირთბა....