მთავარი ციტატა

“ამ დროისთვის 15 პირის კორონავირუსით ინფიცირების წყარო უცნობია” – ამირან გამყრელიძე

“დაახლოებით, 15-მდე გვაქვს დღეისთვის დაავადებათა შემთხვევები, სადაც წყაროზე ჯერჯერობით გასული არ ვართ. დაახლოებით 140-მდე სატვირთოს მძღოლია ინფიცირებული, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა. დღიურად შემოდის, დაახლოებით, 500-მდე სატვირთო ავტომობილი ქვეყანაში, რომელსაც სურსათ-სანოვაგე შემოაქვს და გააქვს ქვეყნიდან. კარგად მუშაობს საზღვრებზე მათი სწრაფი ტესტირების მექანიზმი და ვინც ოდნავ საეჭვოა, ისინი გადადიან შემდგომ PCR ტესტირებისთვის კარანტინში და ამით ჩვენ აღვკვეთეთ ვირუსის შემდგომი გავრცელება ქვეყანაში.”

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

იტვირთბა....