“ყველას გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ კორონავირუსული ინფექცია, კიდევ დაახლოებით წელიწადი და მეტი არ დამთავრდება. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად. ანუ, უნდა დავიცვათ სწორი ბალანსი,სწრაფად უნდა აღმოვაჩინოთ თუ იქნა ინფიცირებული ადამიანი, სწრაფად ვუმკურნალოდ და დავიცვათ ის რეკომენდაციები, მესმის ცოტა რთულია, მაგრამ ამის გარეშე არ გამოვა მანამ, სანამ არ იქნება ვაქცინა.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
ამის შესახებ გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.