“რადგან ჩვენ გაცილებით უკეთ გამოვიყურებით რეგიონში, ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს და ამაზე მიუთითებს დღევანდელი შემთხვევების რაოდენობაც. დღევანდელი 38 შემთხვევიდან 22 არის ე.წ „დონას კლასტერიდან“, სადაც მოხდა მიკრო ეპიდაფეთქება, დაინფიცირებული არიან ძირითადად თანამშრომლები. ჯერჯერობით, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენად გავიდა ინფექცია „დონას“ გარეთ. გუშინ საღამოს გამოცხადდა, რომ ვინც ბოლო დღეებში იყო ამ კაფეში, მისულიყვნენ კარვებში და ჩაეტარებინათ ტესტირება, 600-მდე ტესტია აღებული და მათი პასუხები გვექნება დღეს.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი
ამის შესახებ გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.