ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩაიკეტება თუ არა ბათუმი – პრემიერის განცხადება

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ბათუმში სიტუაცია ეპიდემიასთან დაკავშირებით, დანარჩენ საქართველოსთან შედარებით მძიმდება, თუმცა, მიუხედავად ამისა პრემიერის განმარტებით, სპეციალურ საკარანტინო ზომები არ გამოცხადდება და არც ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება.

„მოგეხსენებათ, რომ ბათუმში დაფიქსირებული შემთხვევებიდან ეს 22 ადამიანი გვყავს კვების ობიექტიდან. დღეს ბათუმში კონცენტრირებულია საკმაოდ მაღალი რაოდენობა ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც ისვენებენ და აქ ყურადღებაა გასამახვილებელი, გასაძლიერებელია ტესტირება ბულვარში და სხვადასხვა წერტილებში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

იტვირთბა....