ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კონტროლის მექანიზმები უნდა გამკაცრდეს” – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კონტროლის მექანიზმები უნდა გამკაცრდეს და ეს უნდა განხორციელონ შესაბამისმა სამსახურებმა.

მისი თქმით,  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში და სხვადასხვა დაწესებულებებებში კონტროლის მექანიზმების გამკაცრება აუცილებელია.

“საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში და სხვადასხვა დაწესებულებებებში კონტროლის მექანიზმების გამკაცრება აუცილებელია, რათა მოხდეს მაქსიმალურად მოხდეს არსებული წესების დაცვა”, – განაცხადა ეზუგბაიამ

ეზუგბაიამ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა დისტანციის დაცვისა დაპირბადის გამოყენებისკენ.

მისი თქმით, ბათუმში მდებარე საკონდიტრო „დონას“ კლასტერის შექმნა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ მოქალაქეებმა თავის დაცვის წესები დაარღვიეს.

იტვირთბა....