ახალი ამბები მთავარი სამართალი

“გიორგი შაქარაშვილის წელის ჩანთაზე ნიკა ჟვანიას დნმ არ აღმოჩნდა” – პროკურორი

გიორგი შაქარაშვილის წელის ჩანთაზე ნიკა ჟვანიას დნმ არ აღმოჩნდა – ამის შესახებ შაქარაშვილის საქმის პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი. კერძოდ, ფეხბურთელის ჩანთის ექსპერტიზის პასუხის შედეგად ირკვევა, რომ ჩანთაზე ოთხი ადამიანის დნმ აღმოჩნდა.

ჯერ-ჯერობით, უცნობია იმ პირების ვინაობა, ვისაც ეკუთვნის წელის ჩანთაზე აღმოჩენილი დნმ.

შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული.

იტვირთბა....