მთავარი ციტატა

“ჩემი ფეხით გავყევი ბენზინის საყიდლად” – რას ჰყვება გოგონა, რომელსაც შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა და დაწვა

“მომატყუა მანქანაში ბენზინი გამითავდა ვიყიდოთო და ჩემი ფეხით გავყევი ბენზინის საყიდლად. წერეთელზე ჩავედით, ხუთლიტრიანი „ბალონით“ იყიდა ბენზინი და ჭიშკართან როცა მოვედით გადამასხა. სანამ ბენზინს გადამასხამდა, ჯერ დამარტყა, ვუთხარი არაკაცი ხარ, როგორ იქცევი-მეთქი და როგორც კი შევედი ეზოში ცეცხლი მომიკიდა. ყველაფერი მახსოვს.  ეს ბიჭი, ჩემთვის მკვლელია, არაფერს წარმოადგენდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ადამიანს ადამიანის ასე გამეტება შეუძლია, რომ მეუბნებოდა დაგწვავო არ მჯეროდა.”

სევა შამოიანი – გოგონა რომელსაც შყვარებულმა ბენზინი გადაასხა

გოგონა საავადმყოფოდან გუშინ ხელწერილის საფუძველზე გაწერეს და ახლა რეაბილიტაციის კურსს ბაკურიანში გადის.

შეგახსენებთ, რომ შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული შ.გ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას 1996 წელს დაბადებულ ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ს.შ. მიღებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.

“პრაიმტაიმი”

იტვირთბა....