ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში საკონდიტრო “დონას” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში, საკონდიტრო “დონას” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. 35 წლამდე ასაკის ქალი ამ დროისათვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. სხვა თანამშრომლებს კი ტესტირება უტარდებათ.

მაღაზიის მეჯერის განცხადებით, ინფიცირებული ქალი 5 დღის წინ თავს შეუძლოდ გრძნობდა, რის გამოც ცხელების ცენტრს მიმართა.

“27 აგვისტოდან თანამშრომელი სამსახურში არ ყოფილა. თანამშრომლების ნახევარს ჩაუტარდათ გუშინ ტესტირება, ნახევარს უტარდება ამ წუთას და ყველა გადადის თვითიზოლაციის რეჟიმში”, – ამბობს საკონდიტროს მენეჯერი.

იტვირთბა....