“ჩვენ ჯერ ჩანთაზე დანიშნული ექსპერიზის დასკვნა არ მიგვიღია, როგორც კი მივიღებთ წარდგენილი იქნება სასამართლოში და მიეწოდება დაცვის მხარეს.”
ნანა გუგუტიშვილი – პროკურორი
ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ცნობისთვის, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვლოკატებმა განაცხადეს, რომ ფეხბურთელის წელის ჩანთაზე, შაქარაშვილის დნმ-ის გარდა, უცხო პირის დნმ-იც აღმოაჩინეს.
შეგახსენებთ, შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული.