“კორონავირუსით ინფიცირებულის კონტაქტი, რომელსაც აქვს თვითიზოლაციის შესაძლებლობა, შესაძლებელია დარჩეს თვითიზოლაციაში და კარანტინში მისი გადაყვანის აუცილებლობა არ არსებობს. „არჩილ თალაკვაძის შემთხვევა უბრალოდ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, თუმცა არის ბევრი შემთხვევა, როდესაც კონტაქტი გადადის თვითიზოლაციაში. ჩვენ ვთავაზობთ კონტაქტებს გადავიდნენ საკარანტინე სივრცეში, თუ მათ არ აქვთ თვითიზოლაციის პირობები. ეს არის მექანიზმი.”
თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მმინისტრის მოადგილე
ამის შესახებ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას: “თუ რატომ იმყოფება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში და არა – კარანტინში.”