ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რას ამბობენ კომპანია ZAG-ში სასიყვარულო წერილებზე, რომელიც მათ თანამშრომელ ნიკა გეჯაძეს თამარ ბაჩალიაშვილმა გაუგზავნა

დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ “მთავარი არხის” ეთერში, არ­ხის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა “წე­რი­ლი მო­მავ­ლი­დან”, რო­მე­ლიც თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დამ­საქ­მე­ბე­ლი კომ­პა­ნია ZAG-ის ტექ­ნი­კურ მე­ნე­ჯერ ნიკა გე­ჯა­ძეს გა­უგ­ზავ­ნეს.

არსებობდა ეჭვი, რომ წე­რი­ლი შე­საძ­ლოა თა­მარ ბაჩალიაშილს დაეწერა, თუმ­ცა მას­ში მოყ­ვა­ნი­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი უზუს­ტო­ბე­ბის გამო ნი­კო­ლოზ გე­ჯა­ძე ვა­რა­უ­დობს, რომ ის თა­მა­რის და­წე­რი­ლი არ არის.

თუმცა, წყა­როს რწმუ­ნე­ბით: “დად­გე­ნი­ლია, რომ წე­რი­ლის ავ­ტო­რი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლია. ად­რე­სა­ტის სა­ხელ­ზე არ­სე­ბობს სხვა წე­რი­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც და­თა­რი­ღე­ბუ­ლია 2030, 2040 და ა.შ. წლე­ბით და რო­მელ­თაც ნიკა გე­ჯა­ძე მო­მა­ვალ­ში მი­ი­ღებს.”

ZAG-ის მე­ნე­ჯერი ნი­კო­ლოზ გე­ჯა­ძე ამ ეტაპისთვის ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ზე უარს აცხადებს.

საქმესთან დაკავშირებით, განცხადება კომ­პა­ნია “ZAG-ის” ად­ვო­კა­ტმა, ქეთი მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლმა გააკეთა.

“ჩვენ მი­ვა­წო­დეთ გა­მო­ძი­ე­ბას ის წე­რი­ლი. ვერ გე­ტყვით, სა­ი­და­ნაა გა­მოგ­ზავ­ნი­ლი და ვი­სია. თა­მუ­ნას გა­მოგ­ზავ­ნი­ლი რომც იყოს, ფაქ­ტია, ამ წე­რი­ლის მი­ღე­ბის შემ­დე­გაც თა­მუ­ნა სამ­სა­ხურ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იქ­ცე­ო­და.

წე­რი­ლის ავ­ტო­რი რომ თა­მუ­ნა არ იყო, იმან მა­ფიქ­რე­ბი­ნა, რომ მას­ში უზუს­ტო­ბე­ბი იყოო, ეს გე­ჯა­ძის სი­ტყვე­ბია. ამიტომაც, არ უფიქ­რია ნი­კას გა­დაჭ­რით, რომ წე­რი­ლი თა­მუ­ნას გა­მოგ­ზავ­ნი­ლი იყო. მას­ში ევ­რო­პა­ში ყოფ­ნის ერთი წე­ლია ნახ­სე­ნე­ბი, არა­და, თუ არ ვცდე­ბი, თა­მუ­ნა 3-4 თვეს იმ­ყო­ფე­ბო­და საფ­რან­გეთ­ში. იქ მოყ­ვა­ნი­ლი ნი­უ­ან­სე­ბი მათ ურ­თი­ერ­თო­ბას არ ასა­ხავს. წე­რილ­ში იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბია მოყ­ვა­ნი­ლი, გრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ავ­ტო­რი ისეთ ადა­მი­ანს სწერს, რო­მელ­თა­ნაც გამ­ხე­ლი­ლი აქვს თა­ვი­სი გრძნო­ბა, თით­ქოს მათ შო­რის რა­ღაც ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა არ­სე­ბობ­დეს და ამის შე­დე­გად პრე­ტენ­ზი­ე­ბი უნდა ჰქო­ნო­და. მქონ­და ეჭვი, ნი­კას ვინ­მე სხვამ ხომ არ მის­წე­რა – აქეთ დეა იყო, იქით ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძე გა­მოჩ­ნდა და ვი­ფიქ­რე, მას ხომ არ ეგო­ნა, რომ თა­მარს ნი­კას­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა და მან მის­წე­რა-მეთ­ქი. წე­რი­ლი თა­მუ­ნას და­წე­რი­ლი არა მგო­ნია, აბ­სურ­დია. სამ­სა­ხუ­რის იქით მას და ნი­კას არა­ფე­რი აკავ­ში­რებ­დათ, ამი­ტო­მაც გაჩ­ნდა ეჭვი წე­რი­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე”, – აცხადებს მირიანაშვილი.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....