საქართველოში COVID-19-ის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.
ჯამში ქვეყნის მასშტაბით ვირუსის 1510 შემთვევაა გამოვლენილი. მათგან 1243 გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5828 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 232. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.